ავტორიზაცია

აგუეროს წასვლის შემდეგ, ბარსელონაში ახალი ფორვარდის მოსვლა კვლავ აქტუალური გახდა

აგუეროს წასვლის შემდეგ, ბარსელონაში ახალი ფორვარდის მოსვლა კვლავ აქტუალური გახდა
თარიღი 27 ნოე 2021, 11:54

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის გაძლიერება უნდა.

თუმცა, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კატალონიელები ახალი შემტევის არა ყიდვას, არამედ იჯარით დამატებას განიხილავენ.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სიაში 3 ტოპ-თავდამსხმელია, ესენი არიან:

რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), ტიმო ვერნერი ("ჩელსი") და ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 26 წლის ინგლისელმა "ქალაქელთა" მაისურით 15 მატჩი (2 გოლი, 2 ასისტი) ჩაატარა, 25 წლის გერმანელმა "არისტოკრატთა" ღირსება 10 შეხვედრაში (2 გოლი, 1 ასისტი) დაიცვა, ხოლო 34 წლის ურუგვაელი "ეშმაკუნების" რიგებში მინდორზე 8 მატჩში (1 გოლი) მოგვევლინა.