ავტორიზაცია

"თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე სრულყოფილია, მე უკვე მაჯობა", - როჟერიო სენიმ მეკარე გამოარჩია

"თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე სრულყოფილია, მე უკვე მაჯობა", - როჟერიო სენიმ მეკარე გამოარჩია
თარიღი 27 ნოე 2021, 12:32

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, როჟერიო სენიმ "მანჩესტერ სიტის" კარის დარაჯ ედერსონის შესახებ ისაუბრა.

"ასეთ დომინანტ კლუბში, რომელიც, როგორც წესი, დროის 60-75% ბურთს ფლობს, მეკარე მატჩში დაახლოებით 50 მოქმედებას ასრულებს, საიდანაც 40 ფეხით თამაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი უნარების მქონე გოლკიპერის ყოლაა საჭირო".

"ბოლო წლებში მეკარის პოზიციაზე თამაშში დიდი ცვლილებები მოხდა. ალბათ, ედერსონს თანამედროვე კიპერისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო თვისება აქვს და თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე სრულყოფილი მეკარეა".

"არ ვფიქრობ, რომ ჩემს გზას უნდა გაჰყვეს. ჩემი აზრით, უკვე მაჯობა", - ციტირებს ლეგენდარული სენის სიტყვებს Manchester Evening News.

შეგახსენებთ, 28 წლის ბრაზილიელი მეკარე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, მის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" "ბენფიკას" 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მიმდინარე სეზონში ედერსონმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.