ავტორიზაცია

"მანჩესტერ სიტი? სხვა გუნდს უფრო მოუხდება", - ფერდინანდმა ჰოლანდის შესაფერისი კლუბი დაასახელა

"მანჩესტერ სიტი? სხვა გუნდს უფრო მოუხდება", - ფერდინანდმა ჰოლანდის შესაფერისი კლუბი დაასახელა
თარიღი 27 ნოე 2021, 12:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, სხვა გუნდს უფრო მოუხდება. "ლივერპულის" ხელმძღვანელობის ადგილზე რომ ვიყო, მას ახლავე ვიყიდდი".

"თუ "ლივერპულში" გადავა, ამ გუნდს შეტევაში დამანგრეველი ტრიო ეყოლება. არა მგონია, ერლინგს ადაპტაციის გავლა გაუჭირდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ სხვა სათამაშო სისტემაა", - თქვა ფერდინანდმა BT Sport-თან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამჟამად იგი ტრავმირებულია.

ცნობისთვის, 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.