ავტორიზაცია

"არავინ იმსახურებს ოქროს ბურთს მასზე მეტად", - ოლივერ კანმა თავისი ფავორიტი დაასახელა

"არავინ იმსახურებს ოქროს ბურთს მასზე მეტად", - ოლივერ კანმა თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 27 ნოე 2021, 13:55

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა მიუნხენური გრანდის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.

"რობერტს მხოლოდ 29 მატჩი დასჭირდა 41 გოლის გასატანად. ამ რეკორდს ვერასოდეს დაამხობენ, ეს მხოლოდ თავად ლევანდოვსკის შეუძლია. მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია".

"ღრმად იმედგაცრუებული დავრჩები, თუ ლევის "ოქროს ბურთს" არ გადასცემენ. არავინ იმსახურებს ამ ჯილდოს მასზე მეტად", - ციტირებს კანის სიტყვებს Bayern & Germany.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.

ცნობისთვის, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს ორი კონკურენტი ჰყავს - ლიონელ მესი ("პსჟ") და ჟორჟინიო ("ჩელსი").