ავტორიზაცია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას საფლეიოფო მატჩების წინ 3 ბრაზილიელის ნატურალიზება სურს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას საფლეიოფო მატჩების წინ 3 ბრაზილიელის ნატურალიზება სურს
თარიღი 27 ნოე 2021, 14:25

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ 2022 წლის მარტისთვის, როცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი საფლეიოფო მატჩები გაიმართება, ეროვნული გუნდისთვის სამი ფეხბურთელის ნატურალიზებას აპირებს.

"ფედერაცია დაინტერესებულია ყველა იმ ფეხბურთელით, რომლის გამოძახებაც ნაკრებში შეიძლება. სამ პოზიციაზე ვმუშაობთ, ყველაფერი პროცესშია".

"ფორმალურ საკითხებზე ჩვენ ვიზრუნებთ, შემდეგ კი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის უნდა დაურეკოს და ვის - არა", - ციტირებს გრავინას სიტყვებს TMW.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბრაზილიელებზე - "ლაციოს" მცველ ლუის ფელიპეზე, "რომას" მცველ როჟერ იბანესსა და "კალიარის" ნახევარმცველ ჟოაო პედროზე.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურამ" ყატარში გასამართი მუნდიალის საგზური შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოიპოვა, ამიტომაც ფლეი ოფში მოუწევს ასპარეზობა.