ავტორიზაცია

"პირადად კარგად არ ვიცნობ", - გვარდიოლა მანჩესტერ იუნაიტედში რანგნიკის დანიშვნას ეხმაურება

"პირადად კარგად არ ვიცნობ", - გვარდიოლა მანჩესტერ იუნაიტედში რანგნიკის დანიშვნას ეხმაურება
თარიღი 27 ნოე 2021, 15:59

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მალე რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

"პირადად კარგად არ ვიცნობ. ერთხელ ველაპარაკე მობილური ტელეფონით, მაგრამ შეხვედრები არ გვქონია", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

"ვიცი, რომ "ლაიფციგში" წარმოუდგენელი სამუშაო გასწია".

"გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ძალიან კარგად იცნობენ, თუმცა პირადად მე არ შევხვედრილვარ", - დასძინა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ გუნდის თავკაცად 63 წლის გერმანელ სპეციალისტს ნიშნავს.

კლოპი: "მაგარი მწვრთნელის მოდის ინგლისში, სამწუხაროდ მანჩესტერში, რაც სხვა გუნდებისთვის კარგი ამბავი არ არის"