ავტორიზაცია

"პორტუგალია მუნდიალზე იქნება, სრულიად დარწმუნებული ვარ", - სანტუში კენჭისყრის შედეგებზე

"პორტუგალია მუნდიალზე იქნება, სრულიად დარწმუნებული ვარ", - სანტუში კენჭისყრის შედეგებზე
თარიღი 27 ნოე 2021, 16:24

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის კენჭისყრის შედეგებზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ნახევარფინალში პორტუგალია თურქეთს დაუპირისპირდება. ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

"თურქეთთან მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, ამ მატჩის მოგებაზე. მნიშვნელოვანი შეხვედრაა ფინალში გასასვლელად და მის მოსაგებად. კენჭისყრა ისეთია, როგორიც არის".

"რამდენიმე დადებითი ასპექტია: მაგალითად, საშინაო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის თურქეთი უნდა დავამარცხოთ".

"მთავარია, რომ შეგვიძლია გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედი გვქონდეს და დამღლელი მგზავრობა თავიდან ავიცილოთ. ეს მოგზაურობები ყოველთვის რთულია".

"ახლა კარგად მომზადებაა საჭირო, რათა მარტში კარგი დონე ვაჩვენოთ. თურქეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მათი გუნდი ზოგჯერ კარგად მუშაობს, ზოგჯერ - არა. ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ქმნის სირთულეებს".

"მიუხედავად ამისა, სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიქნებით", - ციტირებს სანტუშის სიტყვებს RMC Sport.