ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა გვარდიოლას ბარსელონაში გაშვება სთხოვა, პეპი წინააღმდეგი არ არის

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა გვარდიოლას ბარსელონაში გაშვება სთხოვა, პეპი წინააღმდეგი არ არის
თარიღი 27 ნოე 2021, 16:34

"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა გარემარბმა, ფერან ტორესმა ძალიან მალე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელმა "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას "ბარსელონაში" გაშვება სთხოვა.

აღინიშნება, რომ გვარდიოლა "ქალაქელთა" გარემარბს წასვლაზე უარს არ ეტყვის, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ კლუბები სატრანსფერო ფასზე შეთანხმდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტორესმა პეპს "სიტიში" მის თამაშში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ კატალონიურ გრანდში გადასვლის შესაძლებლობაზე უარი ვერ თქვა.

ფერანმა, რომელიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2020 წლის აგვისტოდან იცავს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.

"ჩემი ორიენტირი რონალდუა", - ფერან ტორესი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა კრიშტიანუმ ფეხბურთი