ავტორიზაცია

ბარსელონამ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო

ბარსელონამ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო
თარიღი 27 ნოე 2021, 17:15

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" შემტევ ნახევარმცველ ფერან ტორესისადმი იჩენს ინტერესს.

როგორც Esport3 იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 21 წლის ესპანელს უკვე შეუთანხმდნენ, რომელსაც ლა ლიგაში დაბრუნება და დიდი კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში უნდა.

მაგრამ ახლა "ბარსა" "სიტისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

კატალონიელები მანჩესტერელებს ტრანსფერში უსმან დემბელეს ჩართვას სთავაზობდნენ, რომელსაც კონტრაქტი 7 თვეში ეწურება, მაგრამ უარი მიიღეს.

ფერანმა, რომელიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2020 წლის აგვისტოდან იცავს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.