ავტორიზაცია

"ბარსელონას სამიზნეში რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელია", - ესპანელი ჟურნალისტი

"ბარსელონას სამიზნეში რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელია", - ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 27 ნოე 2021, 20:27

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება უნდა და სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს.აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო ავრცელებს.

ასე და ამგვარად, მიუხედავად საჭირო ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობაში ეჭვების არსებობისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 3-4 კარგი და ერთი ტოპ-ფეხბურთელის გადაბირება სურთ.

ამ დროისთვის, მთავარ ვარიანტებს შორის მცველები, სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი") და ხოსე გაია ("ვალენსია"), აგრეთვე "ზალცბურგის" ფორვარდი, კარიმ ადეიემი გამოირჩევიან.

ასევე ხაზგასმულია - "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ცენტრალური მცველის უფასოდ დამატებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ეს ანდრეას კრისტენსენი ("ჩელსი") იქნება.