ავტორიზაცია

2-წლიანი პაუზის შემდეგ: ბოლნისის სიონი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

2-წლიანი პაუზის შემდეგ: ბოლნისის სიონი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
თარიღი 27 ნოე 2021, 21:31

ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლნისის სიონი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.

სიონის შემადგენლობიდან გოლები გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გაიტანეს. ამ მატჩის შემდეგ ბოლნისურმა კლუბმა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის სტატუსი ოფიციალურად გაიფორმა და შემდეგი სეზონიდან ეროვნულ ლიგაშიც იასპარეზებს.

ეროვნულ ლიგაში ბოლნისური კლუბი 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ბოლოს ისინი უმაღლესთან შორის 2019 წლის სეზონში ასპარეზობდნენ და პლეი-აუტში სამტრედიამ დაამარცხა.

ამ მომენტისთვის სიონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი დათა სიჭინავაა 20 გატანილი გოლით და 10 საგოლე პასით.