ავტორიზაცია

VIDEO: ხავიმ ლა ლიგაში პირველი სერიოზული გამოცდა ჩააბარა და სტუმრად ვილიარეალი დაამარცხა

თარიღი 28 ნოე 2021, 02:32

ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ვილიარეალი“ უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში 48-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა გახსნა. 76-ზე ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა და თითქოს, „ბარსა“ ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო.

თუმცა, 88-ე წუთზე მემფის დეპაიმ კატალონიელები კვლავ წინ გაიყვანა, 90+4 წუთზე კი ფილიპე კოუტინიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო წერტილიც დასვა.

„ბარსამ“ ხავის მოსვლის შემდეგ ლა ლიგაში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერი „რეალია“, რომელსაც „ბარსელონა“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.