ავტორიზაცია

იტალიაში დიდი სკანდალი მწიფდება — იუვენტუსის ხელმძღვანელობა პოლიციის გამოძიების ქვეშ იმყოფება

იტალიაში დიდი სკანდალი მწიფდება — იუვენტუსის ხელმძღვანელობა პოლიციის გამოძიების ქვეშ იმყოფება
თარიღი 28 ნოე 2021, 10:54

"იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ტურინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გამოძიების ქვეშ იმყოფებიან, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

"ბებერი ქალბატონის" ფუნქციონერებს ცრუ ანგარიშში ედებათ ბრალი. წინასწარი მონაცემებით, 2018/19 და 2020/21 წლების სეზონებში კლუბის ფინანსური ანგარიშგები გაყალბდა - საუბარია 50 მილიონ ევროზე.

ტურინის პოლიციამ გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად "იუვეს" შტაბ-ბინა გაჩხრიკა. პოლიციის ფინანსური და ეკონომიკური სპეციალისტები დოკუმენტების შესწავლას აგრძელებენ.

გარდა ამისა, 2020 წელს "ბარსელონასთან" მირალემ პიანიჩის არტურ მელოში გაცვლაც ყურადღების ქვეშაა. მაშინ, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ორივე კლუბისთვის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენდა.