ავტორიზაცია

VIDEO: მიქელთაძე ატირდა - ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა

თარიღი 28 ნოე 2021, 12:37

ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ვანდერერსის(2-2) წინააღმდეგ ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა.

24 წლის ფორვარდმა მატჩში ანგარიში გახსნა. ეს გოლი ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან ემოციური იყო. მას რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა და გატანილი ბურთი სწორედ მას მიუძღვნა.

ბექა მიქელთაძემ აღნიშვნისას ცრემლები ვერ შეიკავა.