ავტორიზაცია

"დისკუსია საჭირო არ არის", - მიულერმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

"დისკუსია საჭირო არ არის", - მიულერმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 28 ნოე 2021, 14:32

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა.

32 წლის გერმანელი ფეხბურთელის აზრით, აღნიშნული ჯილდო "რეკორდმაისტერის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნის.

"დისკუსია საჭირო არ არის. "ოქროს ბურთი" ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს", - განუცხადა მიულერმა Sky Sports-ს.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ლევანდოვსკის მთავარი მეტოქეები ლიონელ მესი ("პსჟ") და ჟორჟინიო ("ჩელსი") არიან.

ვინ არის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი? — პოჩეტინოს მოკლე პასუხი ჟურნალისტს