ავტორიზაცია

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, იუვენტუსი ახლა ტიტულისთვის კი არა ოთხეულისთვის იბრძვის"

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, იუვენტუსი ახლა ტიტულისთვის კი არა ოთხეულისთვის იბრძვის"
თარიღი 28 ნოე 2021, 14:43

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს ეგიდით "ატალანტასთან" (0:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"მაქსიმალურად ვერ ვიყენებთ შექმნილ მომენტებს. "ატალანტას" ერთადერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა - ჩვენი შეცდომის შემდეგ. მაგრამ, როგორც გუშინ ვთქვი, მხოლოდ გოლები ითვლება".

"გარკვეული ნერვიულობა არსებობს, ფეხბურთელები ჩქარობენ, თუმცა თამაშზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გამარჯვება ვცადოთ, რათა თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ და დავმშვიდდეთ".

"ვფიქრობ, "იუვეს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. გოლებთან დაკავშირებით სირთულეები გვექმნება, მაგრამ სეზონის სტარტზე ამბობდნენ, რომ ეს არის უძლიერესი გუნდი, რომელიც უბრალოდ ვალდებულია სკუდეტო მოიგოს. ყოველთვის აღვნიშნავდი, ეს სწორი არ არის".

"ოთხეულისთვის ვიბრძვით. რეალისტები უნდა ვიყოთ. თუ "იუვე" 14 ტურის შემდეგ ასეთ ადგილზეა, ესე იგი, ჩვენი ამჟამინდელი დონე ასეთია".

"ჩვენ "იუვენტუსი" ვართ და როგორც ჩანს, ხალხი ფიქრობს, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ავტომატურად ფავორიტები ვართ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, შევეცადოთ დავმშვიდდეთ და კიდევ რამდენიმე გოლი გავიტანოთ", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.