ავტორიზაცია

"აშკარა პენალტი იყო", - ლა ლიგის ყოფილმა არბიტრმა პიკეს ხელით თამაშის ეპიზოდი შეაფასა

"აშკარა პენალტი იყო", - ლა ლიგის ყოფილმა არბიტრმა პიკეს ხელით თამაშის ეპიზოდი შეაფასა
თარიღი 28 ნოე 2021, 15:47

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა ლა ლიგის ეგიდით "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" (1:3) შორის გამართული მატჩის სტარტზე დაფიქსირებული ეპიზოდი შეაფასა.

აღნიშნული დაპირისპირების მე-6 წუთზე "ბარსას" მცველს, ხერარდ პიკეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. არბიტრებს, სესარ სოტო გრადოს ხელმძღანელობით, ამ მომენტში თამაშის წესის დარღვევა ვერ დაინახეს. არც VAR-ზე პასუხისმგებელმა ხოსე მუნუერა მონტერომ მოუწოდა კოლეგებს ეპიზოდის შესწავლისკენ.

"აშკარა პენალტია, პიკემ ხელი ჩამოუშვა. ბურთის ქვეშ მოექცა, მარჯვენა ხელზე მოხვდა და არა მარცხენაზე, რომელსაც ეყრდნობოდა".

"თუ VAR-ი არ ერევა, ესე იგი თვლის, რომ ეს ხელის ბუნებრივი მოძრაობაა. მაგრამ თუ VAR-ზე პასუხისმგებელი შენ ხარ და ამას ბუნებრივად მიიჩნევ, მაშინ ამ საქმისთვის შესაფერისი საერთოდ არ ხარ", - ციტირებს ექს-არბიტრის სიტყვებს AS.