ავტორიზაცია

გვარდიოლა: "სანაკრებო დონეზე მუშაობა მინდა, მაგრამ ცოტა ვარიანტია, ინგლისში მხოლოდ სიტის გავწვრთნი"

გვარდიოლა: "სანაკრებო დონეზე მუშაობა მინდა, მაგრამ ცოტა ვარიანტია, ინგლისში მხოლოდ სიტის გავწვრთნი"
თარიღი 28 ნოე 2021, 15:59

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

"როცა აქ მუშაობას დავასრულებ, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის სიამოვნება მივიღო".

"მაგრამ ნაკრებში სამუშაოს პოვნა ადვილი არ არის, მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ამას ვისურვებდი, მაგრამ თუ არ გამოვა, კლუბების გაწვრთნას გავაგრძელებ, პრობლემა არ არის".

"მაგრამ ინგლისში მხოლოდ "მანჩესტერ სიტიში" სამუშაოდ ვიქნები მზად. თუ აქ დავბრუნდები, მაშინ მხოლოდ "სიტიში", თუ, რა თქმა უნდა, ჩემთან თანამშრომლობას მოინდომებს. ამ ქვეყნის სხვა გუნდს არ გავწვრთნი".

"აქ რაც შეიძლება დიდხანს მუშაობა მსურს, მომავალში რაც მოხდება - ვნახავთ. ადრე არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ამ გუნდს ჩავიბარებდი და ექვსი წელი ვიმუშავებდი. ცხოვრება თავის პირობებს გვკარნახობს, ასე რომ ვნახოთ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი.