ავტორიზაცია

პეპ გვარდიოლა: "ბავშვებს მაგალითის აღებას ორი ფეხბურთელისგან ვურჩევდი"

პეპ გვარდიოლა: "ბავშვებს მაგალითის აღებას ორი ფეხბურთელისგან ვურჩევდი"
თარიღი 28 ნოე 2021, 16:42

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ფეხბურთელების ხელფასებზე იხუმრა.

"ბავშვებს ვურჩევდი, მაგალითი კევინ დე ბრუინისგან და რაჰიმ სტერლინგისგან აიღონ, რადგან ისინი მცველებზე და მეკარეებზე მეტს გამოიმუშავებენ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.

ცნობისთვის, ინგლისელი თავდამსხმელი "ქალაქელთა" რიგებში ამჟამად კვირაში 300 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, ხოლო ბელგიელი ნახევარმცველი - 400 ათასს.

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" დღეს "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს.