ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია სან სიროზე - მილანმა სერია ა-ში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია

თარიღი 28 ნოე 2021, 20:12

სერია ა-ს მე-14 ტურში „მილანი“ შინ სენსაციურად „სასუოლოსთან“ დამარცხდა.

მატჩი „სან სიროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

ანგარიში 21-ე წუთზე რომანიოლიმ გახსნა, თუმცა 24-ზე სკამაკამ ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა, 33-ზე კი კიაერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „სასუოლო“ დააწინაურა.

66-ე წუთზე ბერარდიმ მესამე გოლი გაიტანა და „მილანის“ იმედები საბოლოოდ დაასამარა, 77-ზე კი რომანიოლიმ წითელი ბარათიც მიიღო.

„მილანმა“ სერია ა-ში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და „ინტერს“ სხვაობის 1 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. ჯერჯერობით, გუნდი მეორე ადგილზე რჩება 32 ქულით.