ავტორიზაცია

VIDEO: მან სიტიმ თოვლიან ეტიჰადზე ვესტ ჰემი დაამარცხა და ქულებით ლიდერს გაუტოლდა

თარიღი 28 ნოე 2021, 20:18

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში „მან სიტიმ“ შინ მესამეადგილოსანი „ვესტ ჰემი“ გაჭირვებით დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

33-ე წუთზე ანგარიში ილკაი გუნდოგანმა გახსნა და მატჩში გოლი 90-ე წუთამდე აღარ გასულა, როცა თავის გამოჩენა ფერნანდინიომ მოახერხა ისევ გუნდოგანის აქტიურობით.

90+4 წუთზე ლანცინიმ გვარდიოლას გუნდს ერთი ბურთი გაუქვითა, თუმცა „ჩაქუჩებისთვის“ ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ქულებით ლიდერ „ჩელსის“ (29) გაუთანაბრდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ვესტ ჰემმა“ კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და მეოთხე ადგილს ჯერჯერობით კი იკავებს, თუმცა მას უკვე „არსენალი“ წამოეწია.