ავტორიზაცია

კერიკმა ჩელსისთან მატჩში რონალდუს სკამზე დატოვების მიზეზი განმარტა

კერიკმა ჩელსისთან მატჩში რონალდუს სკამზე დატოვების მიზეზი განმარტა
თარიღი 28 ნოე 2021, 20:33

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა, მაიკლ კერიკმა, „ჩელსისთან“ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს ძირითადს მიღმა დატოვება განმარტა.

„რამდენიმე ცვლილება მოვახდინეთ, რათა სიტუაცია განვაახლოთ. კრიშტიანუ რონალდუ არის სახელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე გამოირჩევა.

მე და კრიშტიანუმ ვილაპარაკეთ, ის კარგად არის.“ - ციტირებს კერიკის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.

მატჩი „ჩელსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ამ წუთებში მიმდინარეობს.