ავტორიზაცია

ლივერპულმა სეზონის ამ მონაკვეთზე პრემიერ ლიგაში საკლუბო რეკორდი დაამყარა

ლივერპულმა სეზონის ამ მონაკვეთზე პრემიერ ლიგაში საკლუბო რეკორდი დაამყარა
თარიღი 28 ნოე 2021, 20:42

პრემიერ ლიგის 13 სასტარტო შეხვედრაში „ლივერპულმა“ წარმოუდგენელი 39 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც Opta იტყობინება, სეზონის ამ ეტაპზე ეს „ლივერპულისთვის“ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ მე-13 ტურში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონი“ 4:0 გაანადგურა. დუბლი დიოგუ ჟოტამ მიითვალა, თითო-თითო გოლი კი ტიაგო ალკანტარამ და ვირჯილ დან დეიკმა მიითვალეს.

ამ სეზონის 13 მატჩში კლოპის შეგირდებმა 8 მატჩი მოიგეს, 4-ჯერ ფრე ითამაშეს და ერთხლე დამარცხდნენ.

სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ მესამე ადგილს იკავებს და „მან სიტისა“ და „ჩელსის“ ჩამორჩება.