ავტორიზაცია

VIDEO: ჟორჟინიო იქაც, ჟორჟინიო აქაც - შედეგიანი ფრე სტემფორდ ბრიჯზე

თარიღი 28 ნოე 2021, 22:26

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუზავდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

50-ე წუთზე სანჩომ ჟორჟინიოს შეცდომით ისარგებლა და მანკუნიანელები დააწინაურა, 69-ზე კი იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა, პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

„ჩელსიმ“ 30 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „სიტის“ 1 ქულითღა უსწრებს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო და 13 მატჩის შემდეგ 18 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.