ავტორიზაცია

8 მოუგებელი მატჩი პრემიერ ლიგაში - უკანასკნელად როდის დაამარცხა ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედი?

8 მოუგებელი მატჩი პრემიერ ლიგაში - უკანასკნელად როდის დაამარცხა ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედი?
თარიღი 28 ნოე 2021, 23:22

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუზავდა - 1:1.

როგორც სტატისტიკური პორტალი 11vs11 იტყობინება, „პენსიონერები“ „წითელ ეშმაკებს“ პრემიერ ლიგაში უკვე ზედიზედ 8 მატჩია ვერ ამარცხებენ.

ამ პერიოდში, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, სამჯერ კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოვიდა გამარჯვებული.

უკანასკნელად, ინგლისის ჩემპიონატის მატჩში „ჩელსიმ“ „იუნაიტედს“ 2017 წლის 5 ნოემბერს, 1:0 მოუგო.

დღევანდელ მატჩში ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, ჟორჟინიომ კი წონასწორობა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა. მატჩის მიწურულს რუდიგერს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.