ავტორიზაცია

VIDEO: სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლიმ ლაციო არ დაინდო და ერთპიროვნულად გალიდერდა

თარიღი 29 ნოე 2021, 02:09

სერია ა-ს მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „ლაციო“ გაანადგურა.

შეხვედრა ესტადიო „დიეგო არმანდო მარადონზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა საქმე პირველივე ტაიმში მოაგვარა - სარის ბიჭებს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვებაც გაინაღდა. ზიელინსკის გოლს მერტენსმა დუბლი დაამატა

მეორე ნახევრის მიწურულს, 85-ე წუთზე კი ფაბიან რუისმა თავისი გოლიც გაიტანა და „ლაციოს“ საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

„ნაპოლიმ“ „მილანის“ წაგებით ისარგებლა, 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უკვე ერთიროვნულად გალიდერდა, „ლაციომ“ კი ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 21 ქულით მერვე ადგილზეა.