ავტორიზაცია

კეინმა მიმართა წყვილს, რომელიც მატჩზე დასასწრებად 31 საათი მგზავრობდა, თამაში კი გადაიდო

კეინმა მიმართა წყვილს, რომელიც მატჩზე დასასწრებად 31 საათი მგზავრობდა, თამაში კი გადაიდო
თარიღი 29 ნოე 2021, 10:45

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, უპასუხა „დეზების“ გულშემატკივრის პოსტს, რომელიც გუნდის თამაშის სანახავად დალასიდან (აშშ) მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

თამაში, რომელიც 28 ნოემბერზე იყო ჩანიშნული, ძლიერი თოვლის გამო გადაიდო.

ტვიტერში გულშემატკივარი წერს, რომ გზაში 31 საათი დაეხარჯათ. კეინმა წყვილს მიმართა: 

„ეს პოსტი ახლა გამომიგზავნეს. ძალიან ვწუხვარ! თქვენი ერთგულებისთვის, მინდა ჩვენ საშინაო შეხვედრაზე ჩემი პირადი სტუმრების სტატუსით დაგპატიჟოთ.“ - წერს ინგლისელი ფორვარდი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კეინმა 11 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.