ავტორიზაცია

თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, კიეზას შეძენას მინიმუმ ორი ევროპული გრანდი შეეცდება

თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, კიეზას შეძენას მინიმუმ ორი ევროპული გრანდი შეეცდება
თარიღი 29 Nov 2021, 10:51

„იუვენტუსის“ შემტევი ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ევროპულ გრანდებს აინტერესებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენას მომდევნო ზაფხულს ლონდონის „ჩელსი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შეეცდებიან, თუ „იუვენტუსი“ ამ სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

14 ტურის შემდეგ ტურინული გუნდი სერია ა-ში მე-6 ადგილს იკავებს.

ევრო 2020-ს შემდეგ „იუვენტუსმა“ კიეზას თაობაზე სარფიანი შემოთავაზება გაისტუმრა უარით, თანაც არც თავად ფეხბურთელს სურდა კლუბის შეცვლა.

ამ სეზონის 12 მატჩში კიეზამ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.