ავტორიზაცია

ეს დღეც დადგა - დღეს მსოფლიო 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გაარკვევს

ეს დღეც დადგა - დღეს მსოფლიო 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გაარკვევს
თარიღი 29 ნოე 2021, 11:07

დღეს, 29 ნოემბერს, მსოფლიო 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას შეიტყობს.

იქამდე, სანამ ფიფა და ფრანც ფუტბოლი ჯილდოს ერთობლივად იძლეოდნენ, დაჯილდოვებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ცნობილი ხდებოდა სამეული და შემდეგ, ამ სამეულიდან გამარჯვებულს უკვე სპეციალურ ცერემონიაზე ასახელებდნენ.

მას შემდეგ, რაც „ფრანც ფუტბოლი“ ცალკე გავიდა და ოქროს ბურთს მხოლოდ თავად გასცემს, სისტემა შეიცვალა: ეს გამოცემა ასახელებს 30 ნომინანტს და სწორედ დაჯილდოვების დღეს, ნელ-ნელა ასაჯაროვებს, თუ ვინ რომელ ადგილზე გავიდა იქამდე, სანამ პირველადგილოსნის დრო არ მოვა.

ვარსკვლავები ცერემონიაზე გამოჩენას თბილისის დროით დაახლოებით 22:00 საათისკენ დაიწყებენ, უშუალოდ ადგილების მინიჭების ცერემონია კი დაახლოებით 23:30 საათისკენ დაიწყება და დაახლოებით 02:00 საათამდე გაგრძელდება.

ოქროს ბურთის გამარჯვებულთან ერთად, დღეს დასახელდება ქალთა ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის საუკესო მეკარე (იაშინის ჯილდო) და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც (კოპას ჯილდო).

ვინ არის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი?

გავრცელებული ინფორმაციით, სამეულში ლეო მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა მოხვდებიან. მოგების მთავარი ფავორიტი კი არგენტინელი ფორვარდია.