ავტორიზაცია

"განათებამ დააბრმავა", - ტუხელმა ჟორჟინიოს შედეგიან შეცდომაზე ისაუბრა

"განათებამ დააბრმავა", - ტუხელმა ჟორჟინიოს შედეგიან შეცდომაზე ისაუბრა
თარიღი 29 ნოე 2021, 11:50

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ, ჟორჟინიოს შეცდომაზე ისაუბრა, რომელმაც სანჩოს გოლი გამოიწვია.

„ჩვენთვის მსგავსი შეცდომის შემდეგ ასეთი გოლის გაშვება ძალიან უცნაური იყო, განსაკუთრებით რომ შეცდომა ჟორჟინიომ დაუშვა.

ვფიქრობ, მან სიტუაცია არასწორად შეაფასა. გარდა ამისა, ის განათებამ დააბრმავა და ბოლო მომენტში ბურთი არ უნახავს.

თუმცა, საჭიროა სიმამაცე და ხასიათი, რათა ასეთ შეცდომის შემდეგ, თამაში გააგრძელო და გადამწყვეტ ეპიზოდში პენალტის შესრულებაც საკუთარ თავზე აიღო. მიხარია, რომ მან ზეწოლას გაუძლო.“ - აღნიშნა ტუხელმა.