ავტორიზაცია

რეალი რუდიგერისთვის ბრძოლას ეთიშება? - ანტონიოსთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტია

რეალი რუდიგერისთვის ბრძოლას ეთიშება? - ანტონიოსთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტია
თარიღი 29 ნოე 2021, 18:25

"პსჟ"-ს "ჩელსის" მცველის, ანტონიო რუდიგერის ხელში ჩაგდება უნდა, წერს RMC Sport. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

რუდიგერს წლიური ხელფასის სახით დაახლოებით 12 მილიონი ევროს გამომუშვება სურს, "არისტოკრატები" კი ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არიან.

აგრეთვე, 28 წლის გერმანელი უკანახაზელისთვის "რეალი" და "ბაიერნიც" იბრძვიან. მოქმედი კონტრაქტის ვადა რუდიგერს "ჩელსისთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდიში გადასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა თავად ფეხბურთელმა, თუმცა ფინანსურ საკითხებში ფეხბურთელის მოთხოვნებს მხოლოდ "პსჟ" აკმაყოფილებს