ავტორიზაცია

2018 წლის შემდეგ პირველად - რომან აბრამოვიჩი ჩელსის მატჩს სტემფორდ ბრიჯზე დაესწრო

2018 წლის შემდეგ პირველად - რომან აბრამოვიჩი ჩელსის მატჩს სტემფორდ ბრიჯზე დაესწრო
თარიღი 29 ნოე 2021, 22:55

გუშინ, 28 ნოემბერს, „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩი „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მატჩს ესწრებოდა „პენსიონერების“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი.

გამოცემა იტყობინება, რომ ტელეკამერებმა აბრამოვიჩის დაფიქსირება მატჩის მსვლელობისას ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი ბრიტანეთში 2018 წლის შემდეგ პირველად, ამა წლის ოქტომბერში ჩავიდა. სამი წლის წინ მას ვიზის პრობლემები შეექმნა და ამის გამო, საკუთარი გუნდის თამაშებს სტადიონზე ვერ ესწრებოდა.

აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლის შემდეგ ფლობს, ამ წლების მანძილზე გუნდი 4-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2-2-ჯერ მოიგო ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ასევე იმარჯვა უეფას სუპერთასზე და არაერთხელ მოიგო სხვადასხვა შიდა თასები.