ავტორიზაცია

პოგბა მანჩესტერში რანგნიკის მოსვლით ძალიან ბედნიერია

პოგბა მანჩესტერში რანგნიკის მოსვლით ძალიან ბედნიერია
თარიღი 29 ნოე 2021, 22:58

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, გუნდის მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკის დანიშვნისგან ძალიან ბედნიერია.

ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა The Athletic იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკი გუნდის მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე იმუშავებს, შემდეგ კი ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

როგორც ირკვევა, პოლმა გერმანელის შესახებ კარგი უკუკავშირი მოისმინა და ერთი სული აქვს, რომ მწვრთნელს თავი მოაწონოს და მასთან ერთად წარმატებით იმუშავოს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ზაფხულს ის თავისუფალი აგენტი ხდება, პოგბა არცერთ გუნდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას არ იჩქარებს და „მანჩესტერში“ მოვლენათა განვითარებას დაელოდება.