ავტორიზაცია

წლის საუკეთესო თავდამსხმელი და წლის საუკეთესო ახალგაზრდა - ფრანც ფუტბოლმა ორი პრიზის გამარჯვებული დაასახელა

წლის საუკეთესო თავდამსხმელი და წლის საუკეთესო ახალგაზრდა - ფრანც ფუტბოლმა ორი პრიზის გამარჯვებული დაასახელა
თარიღი 30 ნოე 2021, 00:09

ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე France Football-მა ორი პრიზის გამარჯვებული გამოავლინა.

რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელს გადაეცემა, „ბარსელონელ“ პედრის ერგო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Tuttosport-მაც დაასახელა საუკეთესო ახალგაზრდად.

შესაბამისად, პედრისთვის ეს უკვე მეორე აღიარებაა ბოლო პერიოდში.

რაც შეეხება მეორე ჯილდოს - ეს არის ახალი პრიზი, რომელიც „ფრანც ფუტბოლმა“ წელს დააწესა და წლის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემა არა ხმის მიცემით, არამედ სტატისტიკური მონაცემებით.

ამრიგად, წლის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო.

უახლოეს პერიოდში ოქროს ბურთის გამარჯვებულსაც გავარკვევთ.

2021 წელს ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ და ნაკრების მაისურით 64 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა (29 მატჩში 41 გოლით).