ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის ნომინაციაში მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, მბაპე - მეცხრეს

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის ნომინაციაში მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, მბაპე - მეცხრეს
თარიღი 30 ნოე 2021, 00:32

ნელ-ნელა ცნობილი ხდება ოქროს ბურთის საუკეთესო ათეულის პოზიციები.

როგორც იცით, ათეულს მაქსიმალურად მიუახლოვდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც მე-11 პოზიციაზე გავიდა.

მე-10 პოზიციას ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჯანლუიჯი დონარუმა დასჯერდა. მეცხრეზე „პსჟ-ს“ შემტევი კილიან მბაპე გავიდა.

ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებული და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ კი წელს მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

6. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი)

5. ნგოლო კანტე (ჩელსი)

4. კარიმ ბენზემა (რეალი)

3. ჟორჟინიო (ჩელსი).