ავტორიზაცია

შენგელიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

შენგელიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა
თარიღი 30 ნოე 2021, 01:32

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი წაგება განიცადა. ილიას ზუროსის შეგირდები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს სტუმრად ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე დაუპირისპირდნენ და მატჩი ანგარიშით 61:89 დათმეს.

თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა შემდეგ, პირველი მეოთხედის ბოლო წუთები აშკარად მასპინძლების აღმოჩნდა. ქართველი კალათბურთელები 15:16-ს აგებდნენ, რის მერეც მასპინძლებმა 7 ქულა მიითვალეს და წინ გაიჭრნენ.

მე-2 მეოთხედის დასაწყისიც ესპანელების გამოდგა. ქართველები ძალიან ბევრს ცდებოდნენ, მასპინძლებმა კი კიდევ 5 ქულა მიითვალეს და ილიას ზუროსს წუთშესვენების აღება მოუხდა – 28:15. სამწუხაროდ, ამან ვეღარაფერი შეცვალა.

სკარიოლოს შეგირდები სწრაფ შეტევებში იოლ ქულებს იღებდნენ, ხისტი დაცვაც თავისას აკეთებდა და მეოთხედის შუაწელს სხვაობამ უკვე 19 ქულას უწია – 36:17.

სამწუხაროდ, მე-3 და მე-4 მეოთხედებიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. აქვე დავამატებთ, საქართველომ შესარჩევი ციკლი უკრაინასთან გამარჯვებით გახსნა.