ავტორიზაცია

"მადლობა ბარსას და მესის, რომელიც ძალიან დამეხმარა", - პედრი France Football-ის ჯილდოს მიღების შემდეგ

"მადლობა ბარსას და მესის, რომელიც ძალიან დამეხმარა", - პედრი France Football-ის ჯილდოს მიღების შემდეგ
თარიღი 30 ნოე 2021, 03:38

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ France Football-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

"ცოტა ხნის წინ 19 წლის გავხდი და ეს აღსანიშნავად საუკეთესო საშუალებაა. მადლობა "ბარსას", იმ ხალხს, ვინც მხარი დამიჭირა და ისეთ კაპიტნებს, როგორიც მესია. მადლობა დახმარებისთვის".

"მინდა ეს ჯილდო ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ასევე მინდა ვახსენო კანარის კუნძულები. ნებისმიერი მხარდაჭერა დაფასდება. მადლობა", - თქვა პედრიმ სცენიდან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად კანარის კუნძულების დასახლებული პუნქტებიდან 6000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელისთვის დროის მცირე მონაკვეთში ეს უკვე მეორე აღიარებაა - აქამდე პედრის Tuttosport-ისგან Golden Boy-ის ჯილდოც გადაეცა, როგორც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდას.