ავტორიზაცია

დონარუმა: "მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი წყალობითაც ამ პრიზის მოგება შევძელი"

დონარუმა: "მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი წყალობითაც ამ პრიზის მოგება შევძელი"
თარიღი 30 ნოე 2021, 03:45

"პსჟ"-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ France Football-ისგან მიღებული ჯილდოს შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 22 წლის იტალიელი კიპერი ფრანგული ჟურნალის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

"ევროპის ჩემპიონატის მოგებით იტალიელები გავაბედნიერეთ. აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც "პსჟ"-ში ტრანსფერი შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებ, ამ კლუბთან ერთად ყველაფერს მოვიგებ".

"მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობარ გოგონას და ყველა იმ ადამიანს, ვისი წყალობითაც ამ პრიზის მოგება შევძელი", - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, ჯიჯი, რომელმაც იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020 მოიგო, "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.