ავტორიზაცია

ჯერჯერობით რანგნიკის გარეშე - მანჩესტერის მწვრთნელი არსენალთან მატჩში კვლავ კერიკი იქნება

ჯერჯერობით რანგნიკის გარეშე - მანჩესტერის მწვრთნელი არსენალთან მატჩში კვლავ კერიკი იქნება
თარიღი 30 ნოე 2021, 10:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი, დიდი ალბათობით, არსენალთან პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში გუნდს ვერ გაუძღვება.

Daily Mail-ის ცნობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს და პერსონალს უთხრეს, რომ გერმანელი დამრიგებლის უახლოეს შეხვედრაში გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

მიზეზი სამუშაო ნებართვის მიღების შეფერხებაა, ასევე, კორონავირუსის გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში ჩასვლის ახალი შეზღუდვებია, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა.

"ჩვენ მშვიდად და გულდასმით ვმუშაობთ რალფისთვის ვიზის მიღებაზე, ყველა მოქმედი წესისა და პროტოკოლის შესაბამისად. არის პროცესები, რომლებიც უნდა გაიარო.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა MU-ს წარმომადგენელმა. "არსენალთან" მატჩში გუნდს მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტს "ვილიარეალის" (2-0) და "ჩელსის" (1-1) წინააღმდეგ თამაშებში იკავებდა.