ავტორიზაცია

ზღაპრული საკომისიოები, რომელიც ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლას პრაქტიკულად არარეალურს ხდის

ზღაპრული საკომისიოები, რომელიც ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლას პრაქტიკულად არარეალურს ხდის
თარიღი 30 ნოე 2021, 12:10

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონა" გაწვდეს დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს, მიზეზი - მაღალი საკომისიო გადასახადი.

SER Catalunya-ს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა შეისწავლა 21 წლის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ საერთო ჯამში უარყოფით დასკვნამდე მივიდა.

"ბარსა" ფიქრობს, რომ ჰოლანდის გაფორმება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ კლუბს ამის მცდელობა მაინც ექნება. ნორვეგიელი ძალიან მოსწონს "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოან ლაპორტას.

გარიგების ორგანიზებაზე კლუბის სპორტის დეპარტამენტი მუშაობს. მთავარი დაბრკოლება ფინანსური საკითხია - ჰოლანდის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 75 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებს.

საკომისიოს სახით კიდევ 60 მილიონი ევროს გადახდა იქნება საჭირო: 40 მილიონი ევროს მიღება სურს მინო რაიოლას, 20 მილიონი ევრო - ფეხბურთელის ალფ-ინგე ჰოლანდის მამის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს.