ავტორიზაცია

"რონალდუს წასვლამ გეგმები აგვირია", - იუვენტუსის სელექციონერი

"რონალდუს წასვლამ გეგმები აგვირია", - იუვენტუსის სელექციონერი
თარიღი 30 ნოე 2021, 12:59

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ კლუბიდან ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენთვის სეზონი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლით დაიწყო, ამიტომაც "იუვენტუსი" ცოტათი შეირყა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Football Italia.

"როცა გუნდიდან ისეთი ფეხბურთელი მიდის, როგორიც რონალდუა, ეს გარდაუვალია. კარგია თუ ცუდი, გუნდში მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა".

"ვფიქრობ, ეს რყევა ბუნებრივი იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები არიან, პასუხისმგებლობის წილი თავიანთ თავზე აიღეს და სწორი მიმართულებით მიდიან. ასეთი უნდა იყოს გუნდური სულისკვეთება", - დასძინა არივაბენემ.