ავტორიზაცია

პოგბა მანჩესტერს სცილდება - ფრანგის წასვლა/დარჩენის საკითხი ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული

პოგბა მანჩესტერს სცილდება - ფრანგის წასვლა/დარჩენის საკითხი ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული
თარიღი 30 ნოე 2021, 13:04

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, რომელსაც კონტრაქტის ვადა ეწურება, ზაფხულში შესაძლოა კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

როგორც ავტორიტეტული ESPN იტყობინება, "ეშმაკუნების" ბოსები ფრანგ სუპერვარსკვლავთან ხელშეკრულების გახანგრძლივების იმედს კარგავენ.

მიუხედავად ამისა, პოგბას წარმომადგენლები (მაგალითად, მისი აგენტი მინო რაიოლა) ფეხბურთელის "ემიუში" დარჩენის ვარიანტს არ გამორიცხავენ. პოლის მხარე სიტუაციის განვითარებას მშვიდად ადევნებს თვალყურს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა მანიკუნიანელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი აგდაცემა გააკეთა.