ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელიც ჟორჟინიოს გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელიც ჟორჟინიოს გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო
თარიღი 30 ნოე 2021, 13:31

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ განაცხადა, რომ შეიძლებოდა "ნაპოლიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასულიყო.

"სარისთან 3 წელი ვიმუშავე და როცა "ჩელსიში" ჩემი მიწვევა მოინდომა... "მანჩესტერ სიტისთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს და შეიძლებოდა იქ აღმოვჩენილიყავი".

"მაგრამ "ჩელსი" მონდომებული იყო და ახლა აქ ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ბრწყინვალე 2021 წლის შემდეგ. აბსოლუტურად სურეალური წლის შემდეგ".

"ხშირად ვიყენებ ზედსართავ სახელ "სურეალურს", რადგან ის, რაც ჩემ თავს ხდება, იმდენად კარგია, რომ ამის დაჯერება მიჭირს", - თქვა ჟორჟინიომ France Football-თან ინტერვიუში.

29 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჟორჟინიომ ამ წელს "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროპის ჩემპიონატი, ხოლო "ჩელსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.