ავტორიზაცია

ბაიერნი - ბარსელონა და ჩემპიონთა ლიგის კიდევ სამი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

ბაიერნი - ბარსელონა და ჩემპიონთა ლიგის კიდევ სამი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
თარიღი 30 Nov 2021, 21:12

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი „ბაიერნი“ – „ბარსელონა“, რომელიც 8 დეკემბერს მიუნხენში გაიმართება, უმაყურებლოდ შედგება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ რაიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

ანალოგიური მიზეზით ვერ დაესწრებიან მაყურებლები კიდევ სამ მატჩს: „ლაიპციგი“ – „მანჩესტერ სიტის“ (7 დეკემბერი, გერმანია) და „აიაქსი“ – „სპორტინგს“ (7 დეკემბერი, ნიდერლანდები) და „ზალცბურგი“ – „სევილიას“ (8 დეკემბერი, ავსტრია).

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ადგილი უკვე განაღდებული შემდეგ გუნდებს აქვთ: „აიაქსი“, „ბაიერნი“, „ინტერი“, „ლივერპული“, „მან სიტი“, „მან იუნაიტედი“, „პსჟ“, „რეალი“, „სპორტინგი“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“.

„ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ან „ალიანც არენაზე" აქვს მოსაგები, ან უნდა იმედოვნებდეს, რომ პარალელურ მატჩში „ბენფიკა" შინ „დინამო კიევს" ვერ მოუგებს.