თუ იტალიის ნაკრები მუნდიალზე ვერ გავა, რობერტო მანჩინი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მუშაობა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ იტალიელმა მომდევნო ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს.
ამის შანსები უფრო მაღალი იქნება, თუ იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩება, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, რადგან გუნდი საკვალიფიკაციო პლეი-ოფში შესაძლოა პორტუგალიის ნაკრებს შეხვდეს.
იმ შემთხვევაში, თუ სკუადრა აძურა 2018-ს შემდეგ 2022 წლის მუნდიალზეც ვერ მოხვდება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეეცდება, მანჩინი თავისთან გადმოსვლაზე დაიყოლიოს.
აღსანიშნავია, რომ რობერტოს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - ის 2009-2013 წლებში „მან სიტიში“ მუშაობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.