ავტორიზაცია

პირველი კონტაქტები შედგა - არსენალი იუვენტუსის შემტევით ინტერესდება

პირველი კონტაქტები შედგა - არსენალი იუვენტუსის შემტევით ინტერესდება
თარიღი 30 ნოე 2021, 22:55

„იუვენტუსის“ შვედი შემტევი, დეიან კულუშევსკი ზამთარში შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, „არსენალის“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ.

ბოლო პერიოდში კულუშევსკის „იუვენტუსში“ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა, რის გამოც ის უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს. სარფიანი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, ტურინელები მას წინ არ აღუდგებიან.

„იუვენტუსმა“ დეიანი „ატალანტადან“ 2020 წელს 35 მილიონ ევროდ და ბონუსებად შეიძინა. 

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია ა-ს 12 არასრულ მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.