ავტორიზაცია

გრანდების სერიოზული კონკურენტი - ბორუსიამ ჰოლანდის შემცვლელი სერია ა-ში იპოვნა

გრანდების სერიოზული კონკურენტი - ბორუსიამ ჰოლანდის შემცვლელი სერია ა-ში იპოვნა
თარიღი 30 Nov 2021, 22:58

ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა ზაფხულში „ფიორენტინა“ დატოვოს.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, მომდევნო ზაფხულს ფეხბურთელის გადაბირება სურს „იუვენტუსს“, რომლისთვისაც ის მთავარი სამიზნეა, ისევე როგორც ლონდონის „ტოტენჰემისთვის“.

თუმცა, ამ ორ გუნდს ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში დორტმუნდის „ბორუსია“ შეეცილება, თუ გუნდიდან ერლინგ ჰოლანდი წავა, რისი ალბათობაც მაღალია. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ფიორენტინამ“ სერბი ფორვარდი ზამთარშივე გაუშვას, რადგან მიუხედავად „არსენალის“ ფულის გადახდის მზადყოფნისა, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დაბალია, სხვა კლუბები კი იანვარში შეძენის ვარიანტს არ განიხილავენ.

ვლაჰოვიჩმა კლუბს უკვე უთხრა, რომ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მოქმედი კი მას 2023 წლამდე აქვს და ამიტომ, „ფიორენტინა“ მის გაყიდვას ზაფხულში აუცილებლად შეეცდება.