ავტორიზაცია

"რეალი ჩემს გამო ყველაფერზე იყო მზად", - ნანობს თუ არა ფრანჩესკო ტოტი კარიერის ბოლომდე რომაში დარჩენას?

"რეალი ჩემს გამო ყველაფერზე იყო მზად", - ნანობს თუ არა ფრანჩესკო ტოტი კარიერის ბოლომდე რომაში დარჩენას?
თარიღი 01 დეკ 2021, 16:58

„რომას“ ლეგენდარულმა ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტიმ, თავის დროზე მადრიდის „რეალის“ მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

„ბარსელონასთან პოტენციურ ტრანსფერზე არასდროს არ მილაპარაკია. „რეალი“ კი პირიქით, ჩემს გამო ყველაფერზე წასასვლელად იყო მზად.

ვწუხვარ, იმიტომ რომ „ბარსელონა“ - შესანიშნავი გუნდია, რომლის ყურებაც საინტერესოა და იქ თამაში საინტერესო იქნებოდა. შესაძლოა, სხვა სამყაროში ერთ დღესაც „ბარსელონაში“ მაინც ვითამაშებ.

ჩემთვის „რომაში“ დარჩენა კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მართალია, რომ კარიერის რაღაც მომენტში, „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვიყავი. თუმცა დარჩენის გადაწყვეტილება გულით მივიღე.“ - აღნიშნა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა.

ტოტიმ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა.