იმაზე ნაკლები ხელფასი, ვიდრე ინგლისში - ფერან ტორესმა ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ფერან ტორესი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.
ჟურნალისტ ჟერარ მორენოს ინფორმაციით, 21 წლის ესპანელმა კატალონიურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის თანახმადაც მისი წლიური ანაზღაურება იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ინგლისში.
ფეხბურთელი მზად არის ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან სამშობლოში დაბრუნება და „ბარსას“ მაისურით თამაში ძალიან უნდა.
პრესა წერს, რომ „სიტის“ ფერანის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს. „ბარსელონა“ კი ამ ეტაპზე მზად არის მხოლოდ 50 გადაიხადოს.
ტორესი „სიტიში“ 2020 წლიდან თამაშობს, სადაც „ვალენსიადან“ 23 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.