ავტორიზაცია

"მომდევნო 10-15 წელი საუკეთესო იქნება", - ეტო'ომ ფეხბურთის მომავალი მთავარი ვარსკვლავი დაასახელა

"მომდევნო 10-15 წელი საუკეთესო იქნება", - ეტო'ომ ფეხბურთის მომავალი მთავარი ვარსკვლავი დაასახელა
თარიღი 01 Dec 2021, 17:23

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, „პსჟ-ს“ შემტევის, კილიან მბაპეს პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მესი საჭირო დროს გამოჩნდა. მესი და რონალდუ, ფეხბურთის ღმერთები, უკვე კარიერის ბოლოში არიან და მალე მბაპეს დრო მოვა.

ვფიქრობ, ის მომდევნო 10-15 წლით იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას აქვს ყველაფერი, რათა უნიკალური ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ფეხბურთს ამ ორი მონსტრის შემდეგ სჭირდება.“ - ციტირებს ეტო’ოს სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მბაპემ წელს მეცხრე ადგილი დაიკავა. 

ფრანგ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „პსჟ-სთან" კონტრაქტი ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს, რადგან კარიერის გაგრძელება სხვა გუნდში სურს.